30 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 3 პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის სამართალდამცველებმა 3 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, პოლიციამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მონიტორინგის შედეგად იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოავლინა.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3 000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

უწყების ინფორმაციით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

დღის ამბები