ჯანდაცვის სამინისტრო ტესტების მწარმოებელ კომპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"1000 ტესტი, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა, Capital Bio Technology Corporation-ის მიერაა წარმოებული.
1000 ტესტი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ, სიჩუანის პროვინციამ, საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადასცა, კომპანია Capital Bio Technology Corporation-ის მიერ არის წარმოებული.
კომპანია BIOEASY-თან კი, რომელმაც ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზთან დაკავშირებით ოფიციალური ნოტა თავად გამოაგზავნა, საქართველომ და სხვა ევროპის ქვეყნებმა ხელშეკრულების ანულირება მოახდინეს.
ამ კომპანიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულება გაუქმებულია,"- ნათქვამია განცხადებაში.