ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ზე 1 თვის ჩვილის პასუხს ელოდებიან. დღესვე გახდება ცნობილი, აქვს თუ არა კორონავირუსი მის მშობლებსა და ბებიას.
ყველა მათგანი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში თვითიზოლაციიდან გადმოიყვანეს. მათი ანალიზები ქუთაისის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.
რაც შეეხება უკვე დადასტურებულ შემთხვევას, 67 წლის ზუგდიდელი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.