30 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ხუთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიიღეს.

გამოკვლევის შედეგად, ასევე,  გამოირიცხა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. თავდაცვის სამინისტრომ პაციენტების გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების გადაწყვეტილებით, ყველა ჯარისკაცს, რომელსაც ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები ექნება, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

"საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოყვანილი არის ჩვენთან 5 სამხედრო მოსამსახურე, ხუთივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 5-დან ორთან არის აღებული ნიმუში და ორივე უარყოფითია. სამთან არ არის გამოკვეთილი არანაირი სიმპტომატიკა და გამომდინარე აქედან, ისინი დარჩებიან დაკვირვების მიზნით ჩვენს სამხედრო ჰოსპიტალში.

დღეის მდგომარეობით, გვყავს 53.  40 სამხედრო მოსამსახურე, 13 სამოქალაქო პირი და 3 დადასტურებული შემთხვევა. 3 დადასტურებული შემთხვევიდან 2 მიმდინარეობს მსუბუქი ნიშნებით, ხოლო მე-3 შედარებით მძიმე კლინიკით. მათი მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას," - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი დავით ბარლიანი.

დღის ამბები