COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უკვე მეხუთე დღეა, მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გამშვები პუნქტების გავლით ჩაკეტილ ტერიტორიაზე, ძირითადად, სატვირთო ავტომობილები შედიან.
"კურიერი" ესაუბრა "ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმს, რომელმაც განაცხადა, რომ COVID-19-ზე შემოწმებული 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა და კიდევ 2 პაციენტის პასუხს ელოდებიან.
ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, სპეციალისტები რეგიონში რისკის მოცულობის ზუსტად განსაზღვრას 1 კვირაში ვარაუდობენ.