საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 79-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 ადამიანი რჩება.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10 პირი.