აზერბაიჯანში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. ჯამში ინფიცირებულია 93 პირი. გამოჯანმრთელებულია 10. პრევენციის მიზნით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ირანთან საზღვარი 20 აპრილამდე ჩაკეტა. გადაიდო რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფესტივალები, როლებიც უკვე დაგეგმილი იყო.
სომხეთში სწრაფი ტესტები უკვე 27 მარტიდან იქნება ხელმსიწავდომი. ქვეყანაში ინფიცირების 265 შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი.
თურქეთმა ჩინეთისგან დახმარება მიიღო. მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა 40 ქალაქში გაანაწილეს. ქვეყანაში ახალი ვისური აქვს 2422 ადამიანს, დაღუპულია - 59.