მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ჩვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა შემოყვანის დროს მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, 14 დღის ჩვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
"მარნეულიდან შემოყვანილი 14 დღის ჩვილი შემოვიდა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში და ახლა ითვლება, რომ ამ წუთებში მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მდგომარეობა სტაბილურია,"- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.