ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 434 შეადგინა. ბოლო 24 საათში ვირუსმა 738 ადამიანი იმსხვერპლა.
ინფიცირებულთა რაოდენობა 47 610-მდე გაიზარდა.
ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვლილების რაოდენობის მიხედვით იტალიის შემდეგ მეორე ადგილზეა.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იტალიაში COVID-19-მა 6820 ადამიანი, ჩინეთში კი - 3 285 შეიწირა.