საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროც ამკაცრებს.
ძირითად, გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია მოწყობილი, მეორეხარისხოვან გზებს მობილური ჯგუფები აკონტროლებენ.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.
"მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში იცავენ წესრიგს," - განაცხადა საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა, გიორგი ხურციამ.