30 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ყველა ვებგვერდი და ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს - ზალკალიანი

საქართველოს საგარეო მინისტრის დავით ზალკალიანი თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ყველა ვებგვერდი და ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ხაზების გადატვირთვის შემთხვევაში მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლცენტრი.

"თუკი გადატვირთული ხაზების გამო, რომელიმე საელჩოს ან საკონსულოს ხაზი ვერ იძლევა შესაბამის განმარტებას და პასუხს, შეიძლება ასევე გადამისამართება და დარეკვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქოლცენტრში, რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე და ისიც მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არის გადასული," – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები