კარანტინში მყოფი მოქალაქეთა ნაწილი საკარანტინო ზონებს დღეს დატოვებს. კახა კალაძის განცხადებით, რეგიონებიდან თბილისში გადმოყვანილი, კარანტინში მყოფი პირების სახლებში დაბრუნებასა და ტრანსპორტირებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
"დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს კარანტინს. გვინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ თბილისში მყოფი ადამიანები, ვინც სხვადასხვა სასტუმროებში იყო განთავსებული რეგიონებიდან, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების გადაყვანას თავიანთ საცხოვრებელ რაიონებში და ქალაქებში.
გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ," - განაცხადა კახა კალაძემ.