30 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
სატვირთო ავტომობილის კონტეინერში 64 მიგრანტის ცხედარი იპოვეს - უბედური შემთხვევა მოზამბიკში

64 მიგრანტის ცხედარი იპოვეს სატვირთო ავტომობილის კონტეინერში მოზამბიკში. გარდაცვლილები ეთიოპიის მოქალაქეები არიან. სამართალდამცველებს ადგილზე 14 გადარჩენილი მიგრანტი დახვდათ. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მიგრანტები, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკაში ცდილობდნენ გადასვლას. მომხდარის მიზეზად ჟანგბადის უკმარისობა სახელდება. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი, მათ შორის სატვირთოს მძღოლი დახკავა.

დღის ამბები