30 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
700-ზე მეტი გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - COVID-19-ის დრამატული შედეგები იტალიაში

თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. ინფიცირების 250-მდე შემთხვევა ფიქსირდება სომხეთში. ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიხურა დაწესებულებების ძირითადი ნაწილი და შეიზღუდა ქუჩებში ორ ადამიანზე მეტის შეკრება. სომხეთის პრემიერის განკარგულებით, დილის 10-დან 12 საათამდე სასურსათო მაღაზიებში შესვლის უფლება მხოლოდ მოხუცებს ექნებათ.

ვირუსის 500-მდე შემთხვევა ფიქსირდება რუსეთში. აღნიშნული მაჩვენებელი აზერბაიჯანში 87-ია. ორი დღის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვალების ფაქტების კლების შემდეგ იტალიაში ფატალური შემთხვევები ისევ იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

3 ათასამდეა გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა ლიბიამ. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ახალ ზელანდიაში. პანდემიის გამო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიებში ღვთისმსახურებები მრევლის გარეშე ჩატარდება. მორწმუნეები წირვა-ლოცვას თვალს ონლაინ-რეჟიმში ადევნებენ. ერთადერთ ქვეყანა, სადაც დადებითი ტენდენცია ფიქსირდება, ჩინეთია. 

დღის ამბები