30 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
კვალზე ვართ გასულები, რა იყო 62 წლის ქალბატონის ინფიცირების წყარო - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი, COVID 19-ით დაავადებული პაციენტის, 62 წლის ქალბატონის ინფიცირების წყაროს ჯერ ვერ მიაგნეს, თუმცა გარკვეულ კვალზე გავიდნენ.

როგორც პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, გამოკვლეულია პაციენტის ყველა ახლო კონტაქტი და ვირუსი მხოლოდ 4 მათგანს დაუდასტურდა.

"ლაპარაკი არ არის 20 ათას კონტაქტზე, კონტაქტი არის სულ 90 ადამიანი, ყველა ეს კონტაქტი შესწავლილია. აქ ლაპარაკია პრევენციულად გაცილებით მეტი ადამიანის გამოკითხვაზე, გაცილებით მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებაზე, რადგანაც ჩვენთვის უცნობი იყო და დაზუსტებით დღემდე არ ვიცით, თუმცა კვალზე ვართ გასულები, ინფიცირების წყარო რა იყო ამ ქალბატონის. აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრებიდან 4-ს დაუდასტურდა, კიდევ არის აღებული ახლო კონტაქტში მყოფი რამდენიმე ადამიანებისგან ნიმუში. ოჯახის წევრები ბევრი იყო გამოკვლეული და მხოლოდ 4-ს დაუდასტურდა. იქ ყველა სამუშაო ტარდება, რომ თუ იქ ვინმე არის ინფიცირებული, აუცილებლად დადგინდეს.

სხვათა შორის, მინდა ავღნიშნო, რომ "ჯეო ჰოსპიტალსის" ექიმმა, რომელმაც ჩვენ ეს შემთხვევა შეგვატყობინა, იმოქმედა ყველა სტანდარტის და წესის დაცვით. როგორც კი პაციენტს დაუმძიმდა პნევმონია და გახდა მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი, ექიმმა მაშინვე შეგვატყობინა,"-განაცახადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები