30 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ჩვენ შეიძლება არც არასდროს მივიღოთ პიკი - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ  სოციალური დისტანცირება და მთელი რიგი ღონისძიებები აქტიურად განხორციელდება, კორონავირუსის გავრცელებისას პიკს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს ადგილი და შემთხვევების მატება იყოს ეტაპობრივი:

"სხვადასხვა მოდელი ამბობს, რომ პიკი მოსალოდნელია, თუ არაფერს გავაკეთებთ, მე-7, მე-8 კვირაზე პირველი შემთხვევების გამოვლენიდან. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არის აქტიური სოციალური დისტანცირება, მთელი რიგი ღონისძიებები, ამდენად მე-7, მე-8 კვირის პიკი დიდი ალბათობით გადავადდება და ჩვენ შეიძლება არც არასდროს მივიღოთ პიკი. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ იყოს ეტაპობრივი და თანმიმდევრული, თუ იქნება შემთხვევების მატება. საუკეთესო სცენარი არის, რომ შემთხვევების მატება და გამოვლენა იყოს ეტაპობრივად და ნელა," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები