კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. მათ შორის, 9 გამოჯანმრთელებული პაციენტია.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
დეტალური ინფორმაცია ახალი შემთხვევების შესახებ ინფექციურ საავადმყოფოსთან დაგეგმილი განცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4055ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 მოქალაქე რჩება