30 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
ოზურგეთში დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო, რადგან იქ მარნეულიდან ჩასულ სტუმრებს ადგილობრივები დახვდნენ

მარნეულში შექმნილი ვითარების გამო, დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო ოზურგეთშიც, სადაც სავარაუდო ვირუსის მატარებელი პირები იმყოფებოდნენ.

ყველა საფრთხის თავიდან ასაცილებლად მათ შემოწმება ჩაუტარდათ. ასევე შემოწმდნენ პირები, რომლებსაც მარნეულიდან ჩასულ სტუმრებთან შეხება ჰქონდათ.

ექიმი-პარაზიტოლოგის მაია ლომჯარიას ინფორმაციით, პაციენტებზე დაკვირვება მიმდინარეობს და ისინი საკარანტინო ზონაში მალე გადავლენ.

"შევისწავლეთ მათი მონაცემები, ისინი წამოვიდნენ მარნეულიდან 11 საათისთვის. გვყავს იზოლაციაში ჩამოსული 6 პიროვნება და მათი დამხვედრი 3 ადამიანი ველოდებით მათ კარანტინში გადაყვანას,"- განაცხადა მაია ლომჯარიამ.

დღის ამბები