30 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
მარნეულის ტერიტორიაზე შესული ადამიანები 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს ადგილობრივ სასტუმროში გაივლიან - სუბარი

ის ადამიანები, რომლებიც არ არიან მარნეულის მკვიდრი მაცხოვრებლები, თუმცა გამკაცრებული ზომების გამო დარჩნენ კარანტინში, მოთავსდებიან სპეციალურ სასტუმრო ნომრებში და 2 კვირიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლიან - ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სოზარ სუბარის განცხადებით, სატრანზიტო მოძრაობას შეზღუდვები არ შეეხება და მოძრაობა ტვირთებთან დაკავშირებით შეუზღუდავი იქნება.

შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს გავლით ერთი საზღვრიდან მეორე საზღვრამდე იმოძრავებენ. სოზარ სუბარის თქმით, მათ საპატრულო პოლიცია მიაცილებს ისე, რომ საზღვრიდან საზღვრამდე მათ საკუთარი ავტომობილის დატოვების საშუალება არ მიეცეთ.

"ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში, მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამისთვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება და ისინი დარჩებიან აქ ორი კვირის განმავლობაში.

სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ტვირთებს იმიტომ, რომ აქ არის 2 მნიშვნელოვანი გამშვები პუნქტი, ეს არის წითელი ხიდი და სადახლო, სატრანზიტო მოძრაობა ტვირთებთან დაკავშირებით არის უპრობლემო.

ხოლო როცა სატრანზიტო მოძრაობა შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს გავლით ერთი საზღვრიდან მეორემდე გადადიან, ამ შემთხვევაში მათი გაცილება ხდება საპატრულო პოლიციის მეშვეობით. ისინი გროვდებიან ერთად და მერე საპატრულო პოლიცია მიაცილებს ისე, რომ საზღვრიდან საზღვრამდე მათ არა აქვთ უფლება დატოვონ მანქანა ერთი წუთითაც კი," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები