30 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

მარნეულში საველე ჰოსპიტალი უკვე მზად არის. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

საველე ჰოსპიტალის გარდა ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცეც, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო.

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

ჰოსპიტალის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. მარნეულში იმყოფებოდა მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და ქბრბ სამმართველოს ხელმძღვანელები," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები