30 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
651 გარდაცვლილი და 59 ათასი ინფიცირებული - კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა იტალიასა და მსოფლიოში

იტალიაში კორონავირუსით ახალი ფატალური შემთხვევების რიცხვი წინა დღესთან შედარებით რამდენიმე ათეულით შემცირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 651 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა. 59 ათას ინფიცირებულს შორის 5 ათასამდე სამედიცინო პერსონალია. იტალიის თავდაცვის უწყება შეერთებულ შტატებს დახმარებას სთხოვს.

ექიმთა ჯგუფი და სამედიცინო რესურსები იტალიაში გააგზავნა რუსეთმა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 7 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფიცირების შემთხვევები მატულობს საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში COVID 19 30 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი ათას 200 აჭარბებს.

194-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სომხეთში. აღნიშნული მაჩვენებელი აზერბაიჯანში 65, რუსეთში კი 367 შეადგენს. ფატალური შემთხვევები მატულობს ევროპის ქვეყნებში. ესპანეთში დაღუპულთა რაოდენობა ათას 700 აჭარბებს, 600-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი საფრანგეთში. პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ჩინეთში. ჰუბეის პროვინციაში მე-5 დღეა შიდა გადაცემის ფაქტები არ ფიქსირდება.

დღის ამბები