ბოლნისი და მარნეული ჩაკეტილია - მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს უკავშირდება, რომელსაც ინფექციის დადგენამდე მინიმუმ 86 კონტაქტი უკვე დაუდგინდა. მუნიციპალიტეტების შესასვლელში მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. ისინი სპეციალური ნიღბებითა და ხელთათმანებით არიან აღჭურვილნი და მოქალაქეების გადაადგილებას აკონტროლებენ.
მარნეულში უკვე შეიყვანეს სამხედრო ტექნიკაც. მუნიციპალიტეტებში შეზღუდულია შიდა გადაადგილებაც. მოქალაქეებს ტერიტორიაზე უშვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი უკან დაბრუნებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გუშინ განაცხადა. გიორგი გახარაიამ მიზეზად კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალი დაასახელა, რომლის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.