30 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ვიცე-პრემიერის თქმით, დისტანციის დაცვა ყველგან, მათ შორის ეკლესიაშიც ძალიან მნიშვნელოვანია

ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად ძალიან მნიშველოვანია სპეციალისტების რეკომენდაცია, მუდმივად დავიცვათ სოციალური დისტანცია. როგორც ცქიტიშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, სწორედ ეს გახდა დადგენილების მიზეზი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა აუცილებელი იგივე რეკომენდაცია ეკლესიამაც გაითვალისწინოს, მინისტრი ამბობს, რომ მიიღეს პირობა, მრევლის ნაწილი ეკლესიაში გადაინაცვლებს და ადამიანებს შორის დისტანცია დაცული იქნება.  

"ეს არის ის აუცილებელი მანძილი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფებით - ეს არის საოფისე ფართი, ბიზნეს სუბიექტი, სასურსათო მაღაზია თუ ეკლესია.

ეკლესიასთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვა იყო, თუმცა აუცილებლია, რომ პოლიტიკური თუ სხვა ტიპის სპეკულაციებიდან გამოვიდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედოთ, რომ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ეკლესიის მხრიდან მოვისმინეთ დღეს განმარტებები, რომ ისინიც გაითვალისწინებენ იმ პირობებს - მოხდება გარე სივრცეების გამოყენება, რადიოფიცირება იმისთვის, რომ ადამიანების რაოდენობა იქნას შემცირებული ეკლესიებში და იქაც მოხდეს აუცილებელი მანძილის დაცვა," - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები