30 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანია ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელებასთან წინააღმდეგ ბრძოლაში, ამაზე პასუხი გასულმა დღეებმა გასცა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მამუკა მდინარაძე არარეალურად მიიჩნევს ოპოზიციის მხრიდან წამოსულ წინადადებებს შეღავათებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ამ წინადადებების განხორციელებას ბიუჯეტის ფული არ ეყოფა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს ბიუჯეტში და თანხები კონკრეტულ სფეროებზე გადანაწილდეს:

"მაგალითად სამივლინებო თანხების სხვა მუხლში და სხვა მიზნით მისი წარმართვა მარტივად შესაძლებელია,როდესაც ამას გაითვალისწინებს შესაბამისი დეკრეტი," - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მიმდინარე პროცესების გამო დაზიანდნენ

"რამდენიმე დღეში ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რომ შესაძლებლობის ფარგლების მაქსიმუმის გათვალისწინებით, სახელმწიფო შექმნის გეგმას, რომელიც მოემსახურება ამ ადამიანებს," - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, სამწუხაროდ ჯერ შეუძლებელია იმის თქმა, საკმარისი იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის ერთთვიანი ვადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება, რომლის შესახებაც შეთანხმებას მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ დასავლელი პარტნიორობის მედიატორობით მიაღწიეს:

"თუ ჩვენ და თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას მალევე მოერია არანაირი საფრთხე  ჩვენს შეთანხმებას არ ექმნება, არც ისე არ ექმნება, გაცილებით მცირე ვადა  გვჭირდება, ვიდრე აქამდე იყო დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისათვის, არც ფორმალურ მხარეს არ ვარღვევთ და არ ვახტებით," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები