30 ნოემბერი 2024,   04:57
ვრცლად
არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი განსაცდელისკენ იმის იმედად, რომ სასწაული გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან - დეკანოზი ამბროსი ხოშტარია

ფოთისა და ხობის ეპარქიამ მსახურების წესში მცირე ცვლილებები შეიტანა. ფოთის საკათედრო ტაძარში მწუხრის ლოცვის შემდეგ, მრევლს ზეთი ერთჯერადი (ყურის) ჩხირებით სცხეს.

ეპარქიის გადაწყვეტილებით ხვალინდელი წირვა არა ტაძარში, არამედ ეკლესიის ეზოში ჩატარდება. ეპარქიის გადაწყვეტილება მრევლს მიტროპოლიტის მდივანმა, მამა ამბროსმა ამბიონიდან გააცნო.

"მოგეხსენებათ, რომ დღეიდან ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რაც გარკვეულ რეგულაციებს ითვალისწინებს. შესაბამისად ეპარქიაში მიღებულია ახალი გადაწყვეტილება. ხვალინდელი წირვა დაიწყება 10 საათზე, მაგრამ ტაძარში, წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მღვდელ-მსახურები და დამხმარე პერსონალი. მხედველობაში მყავს სტიქაროსნები და მგალობლები, ხოლო მრევლის წევრები წირვას დაესწრებიან ტაძრის ეზოში, იმედია ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს.

უშუალოდ ზიარების დროს ორი გზა არსებობს - ან ნაწილ-ნაწილ, სათითაოდ ტაძარში ვაზიარებთ მრევლს, ან შეგვიძლია მღვდელმთავარი გარეთ გავაბრძანოთ. ჩვენი თხოვნაა ეზოში დავიცვათ ერთმანეთისგან დისტანცია. არ უნდა გადავდგათ ნაბიჯი განსაცდელისკენ იმის იმედად, რომ სასწაული გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან, ამ ვითარების შემთხვევაში, ამგვარი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა არ არსებობს," - აღნიშნა დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ.

დღის ამბები