30 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები

დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოს რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, – აღნიშნულია სინოდის განჩინებაში, რომელიც დღევანდელი სხდომის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საქართველოს საპატრიარქოში წაიკითხა.

„ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს: პირველი – ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს ლოცვაზე დასწრება. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის – წყლიანი ღვინო, მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება, ასევე სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები;

დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით. წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ავირიდებთ, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.

არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ვიდრე ქვეყნაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები. არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე – სტიქიური უბედურება, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემიები, ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად, ერი და ბერი გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – აღნიშნულია სინოდის განჩინებაში.

დღის ამბები