30 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ფოთში საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დამრღვევი ორი პირი დააკავა

ფოთში, რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დამრღვევი ორი პირი დააკავა და იძულებითი წესით აჭარის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა.

"ესენი არიან გერმანიიდან ჩამოსულები - ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის პირობები. ისინი გარეთ აღმოაჩინეს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს ბათუმში, საკარანტინო სივრცეში. ისინი 10 დღე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობდნენ, ჯანმრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები