30 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ევროპა COVID 19-ის გავრცელების ეპიცენტრია - დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ იტალიაშია 

ყველაზე რთული ვითარება ამ დროისთვის კვლავ ევროპაშია. კონტინენტი "კოვიდ-19"-ის ეპიცენტრია. სიკვდილიანობის მხრივ პირველ ადგილს ინარჩუნებს იტალია.

იტალიაში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 3405-ს მიაღწია, დაავადებას 41 035 პაციენტი ებრძვის. ესპანეთში ვირუსმა 1041 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 20 412.

ამ ორ ქვეყანასთან შედარებით ოდნავ უკეთ უმკლავდება "კოვიდ 19"-ს გერმანია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იქ პიკი ჯერ არ დამდგარა.

ცალკე საკითხია რუსეთი, სადაც პნევმონიით გარდაცვლილთა რიცხვმა რეკორდულად იმატა, თუმცა ავადმყოფობის ისტორიასა და დიაგნოზში მათ "კოვიდ-19" არ უწერიათ.

საფრანგეთში 372 ფატალური და დაინფიცირების 10 995 შემთხვევაა დადასტურებული.

დღის ამბები