30 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
პოლიტიკური ძალების სპეკულირება იმ დონემდე მივიდა, მედიკოსების კომპეტენციაში ერევიან - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პოლიტიკოსები მედიკოსების კომპეტენციაში ერევიან.

"ცდუნება პოლიტიკური ძალებისთვის დიდია, ისინი სპეკულირებენ არა მხოლოდ იმით, რომ გარკვეული სუბსიდირება მოხდეს გარკვეული მიმართულებების, არამედ სპეკულაციებიც იმ დონემდე მივიდა, ისინი ერევიან ეპიდემიოლოგების და მედიკოსების კომპეტენციაში და მათ მიმართავენ პოლიტიკური ტრიბუნიდან კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის ინიციატივებზე კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სახელმწიფო მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე და ზუსტად ასეთი გეგმების ერთობლიობა იქნება ის ახალი სტიმულირების გეგმა, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს.

"მთავრობამ გადადგა ძალიან კონკრეტული და სწრაფი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ დაგვენახებინა ყველასთვის, იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, რომ ხელისუფლება ზრუნავს მათზე. ხელისუფლებას აქვს კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმილი იმისთვის, რათა შეუმსუბუქოს მას პირველ ეტაპზე ის პრობლემები, რა პრობლემებიც მათ შეიძლება შეექმნათ. რა თქმა უნდა, სიტუაციის და სიმძიმის შესაბამისად ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად, იმ რესურსების პირობებში, რა რესურსებიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი სახელმწიფო არ არის ისეთი ძლიერი სახელმწიფო, როგორიც არის დასავლეთ-ევროპული განვითარებული დიდი სახელმწიფოები, მაგრამ სახელმწიფოსთვის შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენ მაქსიმუმს შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვისაც და ჩვენი ბიზნესებისთვისაც. რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნა გაჟღერებული, რომელიც ჰქონდა უშუალოდ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს. იცით, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მან მიიღო ასევე რეკომენდაციის სახით გავავრცელეთ მუნიციპალიტეტებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კონკრეტულ თემებზე, რომელმაც ეფექტი უნდა იქონიოს ჩვენს მოქალაქეებზე და იმ ადამიანებზე, ვინც არიან ამ ქვეყანაში ბიზნესით დაკავებული," -  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები