30 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში საკარანტინო სივრცეები გაიზარდა - რესპულიკური საავადმყოფო მთავარი მიმღები გახდება 

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში საკარანტინო სივრცეები გაიზარდა. თბილისში საკარანტინო სივრცე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია განთავსებული, სადაც 45 პირია მოთავსებული და არცერთ მათგანს გრიპის რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება. 10 ადამიანის მონაცემები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, შვიდთან დაკავშირებით პასუხები უარყოფითია, 4 მათგანის გაწერა კი, დღეს დღის ბოლომდე იგეგმება. 

ამასთან ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, რესპულიკური საავადმყოფო მთავარი მიმღები გახდება. როგორც კლინიკაში ამბობენ, ისინი ნებისმიერი პაციენტის მისაღებად მზად არიან. 

"წმინდა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული საწოლი გვაქვს 50. გარდა ამისა, ჩვენთან სომატური პაციენტებისათვის 70-მდე საწოლია. ჩვენმა კლინიკამ 2008 წლის ცნობილი მოვლენების დროს, ორი დღე-ღამის განმავლობაში 400-ზე მეტი დაჭრილი მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკას გამტარუნარიანობა ძალიან მაღალი აქვს," - განაცხადა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ

დღის ამბები