30 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 80 პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა - ლევან რატიანი

კვლავ მძიმეა იმ ორი ადამიანის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ. საუბარია 80 და 86 წლის ქალებზე. მათ სხვა ავადობაც აღენიშნებათ, რის გამოც ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, ერთ-ერთს ორმაგი პნევმონია აქვს.

რაც შეეხება პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, სადაც 80 საეჭვო პაციენტი იმყოფებოდა, ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

"ლუგარის ლაბორატორიიდან ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი მოვიდა, რაც მკვეთრად სასიხარულო ამბავია. ასევე სასიხარულოა ისიც, რომ ჩვენს კლინიკაში არსებული ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა საკმაოდ დადებითია. დილასთან შედარებით, სუნთქვის უკმარისობის კლინიკის ხარისხი აღნიშნულ პაციენტებთან შემცირებულია. ჩვენს კლინიკაში 86 პაციენტი იმყოფებოდა საეჭვო სიმპტომებით, რადგან ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი მოვიდა, 51 ადამიანი საგანგებო სიტუაციების მიერ საკარანტინო ზონაში გადავიდა," - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები