30 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზი, რომ 19 მარტისთვის იქნებოდა 41 დაინფიცირებული გამართლდა - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების და ინფიცირების შესაძლო შემთხვევების რაოდენობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგნოზი გამართლდა, რაც ამირან გამყრელიძის განმარტებით, პოზიტიური ფაქტია.  

"ამ სამი კვირის მანძილზე გამიხარდა, რომ პროგნოზი, რომელიც მოდელირებით გავაკეთეთ იყო შემდეგი - უნდა გვქონოდა 41 შემთხვევა და გუშინ გვქონდა 40, ანუ პროგნოზმა გაამართლა," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ძირითადი რეკომენდაციები უცვლელია და საზოგადოებას მოუწოდებს ერთმანეთისგან დისტანცირდნენ.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი ძალიან ბევრ რეკომენდაციას იძლევა. მთავარი რეკომენდაციაა ერთმანეთისგან დისტანცირება," - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები