30 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება.

საქართველოს შესაბამისი საელჩოს "Facebook" გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, ექიმი უპასუხებს შეკითხვებს, რომელსაც მაყურებლები დაუსვამენ კორონავირუსთან დაკავშირებით.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს "Facebook" გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.

პირველი ასეთი ონლაინ-კონსულტაცია გაიმართება დღეს - 2020 წლის 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს გვერდზე: https://www.facebook.com/ambasciatadigeorgia

მოქალაქეებს ვთხოვთ, შეკითხვები გამოაგზავნონ მისამართზე [email protected]

სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ონლაინ კონსულტაციების მიმდინარე კვირის გრაფიკი: 21 მარტი - ესპანეთი; 22 მარტი - საფრანგეთი;

მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს - 23 მარტს"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები