კორონავირუსის გავრცელების კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესდა მდგომარეობა ჩინეთში, თუმცა ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზრდილია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის კანცელარიაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"180 ქვეყანაში არის უკვე კორონავირუსი დაფიქსირებული, დადასტურებულია 285 ათასი შემთხვევა. აქედან 88 ათასი ადამიანი გაიწერა უკვე, რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევას 10 ათასი შემთხვევაა. ჩინეთში ახალ შემთხვევათა რაოდენობა არის რადიკალურად შემცირებული და ჩინეთს გარეთ არის სერიოზული პანდემია. აქედან წამყვანია ევროპა და განსაკუთრებით იტალია, ირანი, ესპანეთი, საფრანგეთი და ა.შ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.