30 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
აბასთუმნის საკარანტინე სივრცეში კიდევ 25 პირი მოათავსეს

აბასთუმანში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში კიდევ 25 პირი შეიყვანეს. 25-ივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ამბობენ, რომ იზოლაციაში მყოფი ყველა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"გუშინ, 19 მარტს ჩვენთან 17 პირი რჩებოდა. საღამოს 25 მოიყვანეს. შესაძლოა, დღის განმავლობაში კიდევ დაგვემატონ. დღეს სავარაუდოდ, 2-3 პირის გაწერა გვიწევს, თბილისიდან ველით პასუხს," - ამბობს ფილტვის ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი.

ამ ეტაპზე, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინის რეჟიმს 42 პირი გადის. მათ შორის არის ორი მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ისინი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს.

დღის ამბები