30 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე ლარსზე, წითელ ხიდსა და სარფში დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყობა

ლარსზე, წითელ ხიდსა და სარფში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება," – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები