იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მონაცემებმა ჩინეთის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილთა რიცხვი 427-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 3 ათას 405 შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 41 ათასს აღემატება. ჩინელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიღებული ზომები COVID-19-თან გასამკლავებლად საკმარისი არ არის.
იტალიას ვირუსთან ბრძოლაში ახლო მომავალში კუბელი ექიმები დაეხმარებიან.