30 ნოემბერი 2024,   04:53
ვრცლად
საქართველოს პარლამენტი მედიასთან ურთიერთობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

საქართველოს პარლამენტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  2020 წლის 20 მარტიდან, მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის.

პარლამენტის საზოგადოებრივი დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა უსაფრთხოების მიზნითაა განპირობებული. პარლამენტში მიმდინარე კომიტეტისა და პლენარული სხდომები ტრადიციულად გადაიცემა პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან, ფეისბუქგვერდიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხიდან. აღნიშნული სხდომების დამატებითი კადრების გადაღებას უზრუნველყოფს პარლამენტის პრესსამსახური და მიაწვდის მედიას.

მედიასაშუალებებთან მჭიდრო კომუნიკაციის ფარგლებში კი,  პარლამენტის პრესსამსახური უზრუნველყოფს მედიისთვის სასურველი დეპუტატების კომენტარების ჩაწერას და მის გავრცელებას ყველა მედიასაშუალებისთვის.

"ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე. www.parliament.ge ველში: /გვიყურეთ ონლაინ/
ოპერატიულად გადმოგეგზავნებათ იგივე ვიდეო მასალა რედაქციებში.

შემოთავაზებული წესრიგი, განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე პარლამენტში, მედია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას"- ნათქვამია პარლამენტის საზოგადოებრივი დეპარტამენტის  ინფორმაციაში.

დღის ამბები