ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატ "რემდოსოვირის" გარკვეული რაოდენობის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე, მთავრობამ კომპანია "გილიადს" უკვე მიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრეპარატი იმ კომპანიას ეკუთვნის, რომელივ საქართველსთან აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით და რომელიც ერთ-ერთი მძლავრი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა.
"ეს პრეპარატი გახლავთ 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატი, რომელსაც აწარმოებს კომპანია "გილიადი". ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, კიდევ მრავალი ანტივირუსული პრეპარატი გამოყენება მიმდინარეობდა ჩინეთში და მიმდინარებს დღესაც. იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები, ხლოროხინი, ინტერფერონი, რიბავირინი და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ.
რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია. ძალიან ძლიერი ანტივისურუსულ პრეპარატებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით კომპანია "გილიადს", რომ საქართველოსთვის გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იქნეს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება. ჩვენ ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.