30 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
უცხო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებს სპეციალისტები თბილისიდან ონლაინ რეჟიმში გაუწევენ - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს საკონსულოების მიერ უცხო ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მუდმივ რეჟიმში ხდება, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

მინისტრის თქმით, თბილისში გამოიყოფა რამდენიმე სპეციალისტი, რომლებიც უცხო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეკომენდაციებს ონლაინ რეჟიმში გაუწევენ.  

"ჩვენი საკონსულოები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული და ხდება ზუსტი აღრიცხვა ყველა ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულ ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ვიმყოფებით მუდმივ კავშირზე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ჩვენ შევთანხმდით, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომ თბილისში გამოიყოს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ზუსტი პასუხი მისცეს ჩვენს მოქალაქეებს. ამის შესახებ ორგანიზაციულად ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის. როგორც კი გვეცოდინება თუ რა პერიოდში, რა დროის მანძილზე იქნება შესაძლებელი ამ რეკომენდაციების გაცემა, ჩვენი საკონსულოები და საელჩოები ცხელ ხაზზე და ასევე ვებ საიტებზე გამოაქვეყნებენ ამ ინფორმაციას და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთის ქვეყნებში, ექნებათ შესაძლებლობა რომ მიიღონ ონლაინ რეჟიმში რეკომენდაციები ჩვენი სპეციალისტებისგან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.  

დღის ამბები