30 ნოემბერი 2024,   05:57
ვრცლად
კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, თუმცა არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე - ირაკლი ჩიქოვანი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. 

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, თითოეულ სახელმწიფო უწყებასა და სამინისტროს მიმართ გაიცა ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა ის შესაძლო შეზღუდვა, რომელიც შესაძლებელია უახლოეს მომავალში ამოქმედდეს.

"მინდა გითხრათ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის.

თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში, თუმცა აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე და ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები