30 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსით დაავადებული 79 წლის ქალი მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსეთში ეს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის პირველი შემთხვევაა. რა ვითარებაში დაინფიცირდა 79 წლის ქალი, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. 

შტაბის მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზად სერიოზული თანმდევი პათოლოგიის ფონზე პნევმონია სახელდება. მათი განცხადებით, გარდაცვლილის ნათესავების წრე დადგენილია და ისინი ამჟამად მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 147-ს შეადგენს.

დღის ამბები