30 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
კახეთში საკარანტინო სივრცეში 133 მოქალაქეა მოთავსებული

კახეთში საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 133 მოქალაქეა მოთავსებული. ისინი თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამ ზონაში არიან გადანაწილებული. 249 ადამიანი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის კახეთის სამმართველოს უფროსის ნელი ხიზანიშვილი ინფორმაციით, მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არცერთ მათგანს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება.

გვიან ღამით კი თელავის საკარანტინო ზონიდან, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ერთი მოქალაქე გადაიყვანეს.

თვითიზოლაციის წესი დაარღვია 3-მა პირმა, 10 -ს საინკუბაციო პერიოდი დაუსრულდა და თვითიზოლაციის ვალდებულება მოეხსნა. 

დღის ამბები