კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 38 შეადგენს. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შედარებით საყურადღებოა 2 პირის ჯანმრთელობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ მესამეული გადაცემის ფაქტები ფიქსირდება, თუმცა ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა დაფიქსირდეს მეოთხეული და მეხუთეული გადაცემა, რაც უკვე ინფიცირებულთა რაოდენობას მკვეთრად გაზრდის.
"შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. ალბათ დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები და დიდი ალბათობით. ამ ეტაპისთვის მეოთხეული გადაცემა ქვეყანაში ჯერჯერობით არ გვაქვს.
ის, რასაც ხელისუფლება, სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ჩვენ, ყველა ამ წესს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ მინიმალური დაზიანებით გამოვალთ ამ ეპიდემიიდან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.