30 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
დარჩი სახლში - სოციალური მედიის პლატფორმები COVID-19-თან ბრძოლის იარაღად გადაიქცა

"ქოლდფლეის" სოლისტი კრის მარტინი, სახლში გამოიკეტა და ახალი კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე კამპანიაც წამოიწყო. სოლისტი მათთვის, ვინც თვითიზოლიაციაშია, მუსიკის გაკვეთილებს მართავს და შიგადაშიგ ცოცხალ კონცერტსაც სთავაზობს. ერთადერთი მიზნისთვის, რომ ვირუსი სახელად - კორონა თვითიზოლაციით დამარცხდეს. არაერთი პლატფორმა უკვე გადაიქცა COVID-19-თან ბრძოლის იარაღად. მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები - ტრადიციული თუ არატრადიციულ მედიასაშუალებით ცდილობენ, რომ ეს მთავარი გზავნილი- "დარჩი სახლში" -თითოეულ ადამიანამდე მიიტანონ.

ადამიანები, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებენ. ასეა დათო გორგილაძეც, რომელიც უკვე მე-10 დღეა საკუთარ სახლში მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად იმყოფება. 

სახლშია მოჭდრაკე ნანა ძაგნიძეც, რომელმაც შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული ტურნირი მოიგო. იქედან დაბრუნებული კი, სიმპტომების არ ქონის მიუხედავად, თვითიზოლაციაშია.

სახლში დარჩენა, ეს ერთადერთია, რაც ახალი კორონავირუსის შესაჩერებლად ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები