30 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია

საქართელოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ზვავსაშიშრების რეჟი მოიხსნა და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ამ დროისთვის, მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, გუდაური-კობისა და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება და მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება გომბორის უღელტეხილს, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ამ დრისთვის, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოხსნილია და მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები