ოზურგეთში სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს.
პატრიარქის და მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით ჩატარდა წყალკურთხევის რიტუალი, რის შემდეგაც ორი ავტომობილით სასულიერო პირებმა ქალაქი შემოიარეს და ნაკურთხი წყალი ქუჩებს მოასხურეს.
როგორც ისინი ამბობენ, ქუჩების კურთხევის რიტუალი, კორონავირუსის საფრთხის ფონზე, მოქალაქეების გასაძლიერებლად და დასაცავად არის გამიზნული.