30 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
უახლოეს მომავალში გვექნება რესურსი, რომ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დავიწყოთ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხცხადა რომ უახლოეს მომავალში მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალება გვექნება. მინისტრი ამბობს, რომ შესაძლებელი იქნება ვირუსის, მისი არსებობის შემთხვევაში, ადრეული აღმოჩენა. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ მიმართულებით კორეასა და ჩინეთთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარებს.  

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, თუ როგორ მართავენ ისინი ეფექტურად კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მის მკურნალობას, ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით გადაწვეტილებებს. კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან სახელმწიფო დონეზე, ასევე ჩინეთთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება კორონავირუსზე,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, ტესტირებები კორონავირუსის გარდა, გრიპის ვირუსზეც მიმდინარეობს. 

პაციენტებს, რომელთაც მსუბუქი ფორმები ექნებათ, ოჯახის ექიმის მომსახურებას საკუთარ სახლებში მიიღებენ. 

"კორონავირუსის სახლში მართვა გულისმოხბს იმას, რომ 80-დან 82%-მდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და სწორედ ისეთი პაციენტი, რომელთაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

დღის ამბები