30 ნოემბერი 2024,   04:55
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის

პრემიერ-მინისტრის მრჩველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟინზე გადადის.

მთავრობის ადმინისტრაციიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ბრიფინგების საერთო სიგნალის ტელევიზიებისთვის მიწოდებას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება წინასწარ მიაწოდონ კითხვები მთავრობის პრესასმსახურს.

"იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ მედიის დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გადადის განსხვავებულ რეჟიმზე ბრიფინგების ტრანსლირების. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ არხს, რომელმაც მოგვცა იმის საშუალება, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ  ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას და ასევე, რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მიაწოდოთ ჩვენს პრესსამასახურს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და აქვე გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში იქნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ თქვენ შეკითხვას ვუპასუხოთ,"  - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები