სამართალდამცველებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს. გარდა ამისა, დაკავებულებს ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონების დაზიანებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ.
ეჭვმიტანილები ფინანსურმა პოლიციამ აჭარაში დააკავა. მათ 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.